“იმედის” იურისტი: ტელეკომპანია “იმედი” საგანგებო რეჟიმით მუშაობს

ტელეკომპანია “იმედზე“ კიბერშეტევა განმეორდა,- ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” იურისტმა, ანდრო ლაშხმა განაცხადა.

“შეტევა განმეორდა, ამჯერად განსხვავებული შეტევაა. ზიანი სავარაუდოდ ძალიან დიდია იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ფაილების, იმ აუდიო ვიზუალური ნაწარმოებების დაზიანება მოხდა, რომელიც გადაღებული გვაქვს. დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ყველა ღონეს ვიყენებთ, რომ ეს ფაილები აღვადგინოთ, თუმცა არ ვიცით რამდენად იქნება ეს შესაძლებელი. ამ ეტაპზე საგანგებო რეჟიმით ვმუშაობთ, მთელი კონცენტრირება მიმართულია იქითკენ, რომ შეტევის შედეგად მიყენებული ზიანი აღმოიფხვრას. დაველოდებით გამოძიებას”,- განმარტა ლაშხმა.

ტელეკომპანია “იმედზე” ჰაკერული თავდასხმა გუშინ, 21:30 საათზე დაფიქსირდა და 30 წუთს გაგრძელდა. ცნობისთვის, 28 ოქტომბერს კიბერშეტევის გამო ტელეკომპანიის მაუწყებლობა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო. მასშტაბური კიბერთავდასხმის გამო, პრობლემები ათასობით ვებგვერდს შეექმნა.

განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები