მარიამ ჯაში: ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა თუ როგორ შეუძლია მსჯავრდებულს აკადემიურ და პროფესიულ სივრცეში დაბრუნება

მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარემ, მარიამ ჯაშმა რუსთავის #16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში 23 წლის მსჯავრდებული ნიკა ჩუგოშვილი გაცნობის მიზნით მოინახულა.

ნიკა ჩუგოშვილის მიერ კომიტეტისადმი მიმართული თხოვნის საფუძველზე, კანონმდებელმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონსა და პატიმრობის შესახებ კოდექსში შესატანად ცვლილება მოამზადა, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე სასესიო კვირაში დაჩქარებული წესით მიიღო. ცვლილებით, დაბალი რისკის მქონე პატიმრებისთვის  უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა ხელმისაწვდომი გახდა.

მარიამ ჯაშმა ნიკა ჩუგოშვილს ის სახელმძღვანელოები გადასცა, რომლებიც  პატიმარს მის მიერ შერჩეულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პროცესში დასჭირდება.

“ნიკა ჩუგოშვილი სწავლის ყველა ეტაპზე წარმატებული მოსწავლე, ფლექსის პროგრამის მონაწილე და კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებული იყო. მას გეგმები ჰქონდა საფრანგეთსა და ევროპის სხვა უნივერსიტეტებში სწავლა გაეგრძელებინა, მაგრამ გარკვეული  გარემოებების გამო სასჯელაღსრულების სისტემაში აღმოჩნდა. მან სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა და ის ბარიერი, რომლის გამოც სწავლას ვერ იწყებდა უკვე აღმოფხვრილია. სიმბოლურია, რომ ნიკა საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ხდება და მან პირველი ცვლილება საჯარო პოლიტიკაში სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უკვე განახორციელა. ეს არის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ერთ კონკრეტულ პატიმარს, როგორც სისტენის ჰუმანიზაცია სხვა მსჯავრდებულებისთვის გზის გახსნა, რომ მათ გაუმარტივდეთ აკადემიურ და პროფესიულ სივრცეში დაბრუნება”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები