საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლნისისა და სოფელ ზვარეთის მოსახლეობას შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, ფრაქცია “ქართული ოცნება – მწვანეების” თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფარგლებში ბოლნისისა და სოფელ ზვარეთის მაცხოვრებლებს შეხვდნენ.
როგორც “კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ და მათ მუნიციპალიტეტში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები