თავდაცვის მინისტრი საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აბდულა ალ-მუტაირის უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა.

თავდაცვის მინისტრმა ელჩს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების იმედი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები