რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ნატო უკრაინაში ვითარებას ძაბავს და ქვეყნის გახლეჩის პროვოცირებას ახდენს, – ამის შესახებ ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
„ნატოელები რუსეთის მისამართით არაფრით დასაბუთებულ პრეტენზიებს და ბრალდებებს აყენებენ. ცდილობენ სხვაგვარად წარმოაჩინონ შიდაუკრაინული კონფლიქტი და მას როგორც რუსეთთან კონფლიქტს წარმოაჩენენ“, – განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, ალიანსი „დესტრუქციულ ქმედებას აგრძელებს, შერიგებაზე კი არ მუშაობს, არამედ საბოტაჟზე“, მისი ქმედება კი, დაძაბულობის დუღილის ტემპერატურას უწყობს ხელს, მათ შორის „უკრაინელებისადმი იმ დაპირების ჭრილში, რომ ნატო ყოველთვის თქვენს მხარეს იქნება“.
„ალიანსის გაფართოების ისტორიული გამოცდილების და მისი ინტერვენციების გათვალისწინებით, კიევისადმი მოწოდება, რომ ჩრდილოატლანტიკური მიმართულებით უნდა იაროთ – ქვეყნის გახლეჩას უწყობს ხელს, ევროპაში ახალ გამყოფ ხაზებს აღრმავებს“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
მან ალიანსი დაადანაშაულა იმაში, რომ ის „ცივი ომის ლოგიკით ხელმძღვანელობს“ რის გამოც ნატოს და რუსეთს ძველ თანამშრომლობაზე დაბრუნება არ შეუძლიათ.