“ვითიბი ბანკი” “პორშეს” მარკის ნებისმიერი მოდელის ავტოსესხით შეძენის მსურველებს სასაჩუქრე პაკეტს სთავაზობს

“ვითიბი ბანკი”, “პორშეს” მარკის ნებისმიერი მოდელის, ავტოსესხით შეძენის მსურველებს, ავტომობილებზე ექსკლუზიურ ფასდაკლებასთან ერთად, სთავაზობს სპეციალურ სასაჩუქრე პაკეტს, რომელიც მოიცავს 6 თვის დაზღვევას, 15 თეთრიან ფასდაკლებას საწვავზე, მძღოლის მომსახურებას და ტექნიკურ დახმარებას გზებზე.

აქციის პირობების თანახმად, ავტომობილის შესაძენად თანამონაწილეობა შეადგენს 20%-ს, ხოლო სესხის მაქსიმალური ვადა 72 თვეა.

“ვითიბი ბანკისა” და “პორშეს” ერთობლივი შეთავაზება მოქმედებს წლის ბოლომდე.

“ვითიბი ბანკი”, ”ვითიბის” საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს “ვითიბი” ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ”ვითიბი ჯგუფის” უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, “ვითიბი ბანკის” 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები