ელიზაბეთ რუდი: აშშ აფასებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ცენტრალურ და მნიშვნელოვან როლს ქართულ საზოგადოებაში

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის თქმით, აშშ აფასებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ცენტრალურ და ძალიან მნიშვნელოვან როლს ქართულ საზოგადოებაში.

როგორც მან აღნიშნა, არ სურს ქვეყნის შიგნით არსებულ სამართლებრივ საკითხებზე ისაუბროს, თუ როგორ მოხდება მორატორიუმის შემთხვევაში დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება.

„ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ცენტრალურ და ძალიან მნიშვნელოვან როლს ქართულ საზოგადოებაში, რომლიც ისტორიულია და გრძელდება. არ მინდა, კონკრეტული კომენტარი გავაკეთო იმ საკითხზე, რომელიც ქვეყნის შიგნით სამართლებრივ საკითხს შეეხება“ , – აღნიშნა ელიზაბეთ რუდმა.
​მან არ ისურვა კითხვაზე პასუხის გაცემა – ხომ არ ძლიერდება რუსული გავლენა საპატრიარქოში და განაცხადა, რომ სწორედ რუსეთის მხრიდან საქართველოს 20% ოკუპირებულია.
“ჩვენ კარგად გვესმის, რომ საქართველო დგას არა მხოლოდ რუსული საზიანო გავლენის წინაშე, არამედ უშუალოდ რუსეთის მიერ არის საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული, თუმცა არ მსურს, გავაკეთო კომენტარი იმაზე, რაც მკითხეთ”, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქოში გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს. მათ შორის, წმინდა სინოდის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები