წვიმა და მთაში თოვლი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
2 ნოემბრის ღამისა და დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია წვიმა. დღისით, მთიან რეგიონებში თოვლჭყაპი, ხოლო მაღალ მთაში თოვლი იქნება.
საქართველოს ზოგიერთ რეგიონში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი და შესაძლოა, მაღალმთიან რაიონებში გამოიწვიოს ქარბუქი.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 11-13, მთიანში -1-3 გრადუსი იქნება.
3-4 ნოემბრის ღამის საათებში მოსალოდნელია ტემპერატურის კლება.
3 ნოემბრიდან გამოიდარებს. მაქსიმალური ტემპერატურა აღმოსავლეთში 11-17 გრადუსს მიაღწევს, ხოლო დასავლეთში ჰაერის ტემპერატურა 4 ნოემბრიდან მოიმატებს.
შემდეგ კვირაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.