კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 550.2 მლნ ლარით გაიზარდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 550.2 მლნ ლარით გაიზარდა და 30.45 მლრდ ლარს გაუტოლდა.

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 21.2 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე,სესხების წლიური მატება 13.2 პროცენტი იყო.

საკრედიტო პორტფელის ზრდაზე გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ზრდამ. საკრედიტო პორტფელის 87.5 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 57.3 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული.მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 40.4 პროცენტს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები