უხვმა ნალექმა ბათუმში რამდენიმე დასახლებაში პრობლემა შექმნა

აჭარაში უხვმა ნალექმა ბათუმის რამდენიმე დასახლებაში პრობლემები შექმნა.
სოფელ მახვილაურში ​ მეწყრული პროცესები განვითარდა. გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც გამოიწვია მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე წყლის ამოტუმბვის სამუშაოები ხორციელდება და სანიაღვრე წყლების სწრაფი გადინების მიზნით, გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა არხი მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.
​მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია.
უხვ ნალექთან დაკავშირებით, 24 საათის განმავლობაში ჯამში 60 შეტყობინება დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები