თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის, შალვა ნუცუბიძის, ჯიქიას, ანა პოლიტკოვსკაიას და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის, პეტრიწის, ალექსანდრე მაჭავარიანის, დავით ბატონიშვილის, ფრედერიკ მონპერეს და მარკო პოლოს ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ოთარ ჩხეიძის, ქავთარაძის, ქუთათელაძის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალას დასახლების და ქვემო ფონიჭალას დასახლების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქა-მუხიანის გადასასვლელის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II, III კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, III, V კვარტლების, ნუშის, ავშნის, ილია ნიჟარაძის, გიორგი ავალიშვილის, ავეტიკ ისაკიანის, ნიკოლოზ ჯანაშიას, ანტონ II, გია რომელაშვილის, ავშნიანის, ხევძმარის, ვახტანგ ფირცხალავას, მონადირეს და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და მაგნიტოგორსკის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, მუხიანის ნაკვეთების და ალეკო გობრონიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V, VI, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის და ხერგიანის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.