თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სათამაშოების მაღაზია იწვის

თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია . არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სათამაშოების მაღაზია “პანდას” უკიდია. დამწვარია შენობის პირველ სართულზე და სარდაფში განთავსებული ავეჯი და საბავშვო ტექნიკა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 ეკიპაჟი. მეხანძრე- მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ერთ საათზე მეტია ცდილობენ.

რა გახდა ცეცხლის გავრცელების კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები