მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ფესტივალი „მოცარტომანია“ მიმდინარეობს

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ფესტივალი „მოცარტომანია“ მიმდინარეობს. თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა 2019 წლის შემოდგომის საკონცერტო სეზონი სწორედ ფესტივალით – „მოცარტომანია“ გახსნა.
ფესტივალის ფარგლებში შესრულდება მოცარტის სიმფონიები და კონცერტები.
თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად, ფესტივალზე სოლისტების რანგში წარდგებიან წარმატებული ქართველი მუსიკოსები: სანდრო თიგიშვილი, ოთარ მელიქიშვილი, ცოტნე ცოცხალაშვილი, თინათინ კიკნაძე, ნინო ჟვანია და თამარ ჟვანია.
ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია მირიან ხუხუნაიშვილი.
ფესტივალი  9 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები