ავტოსაგზაო შემთხვევა ქარელთან – არიან დაშავებულები
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქარელთან. ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯეხა, რის შედეგადაც, სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები გორში, გორმედის კლინიკაში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთი მათგანის, 30 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამ წუთებში მას ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება.
“დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მას თავის არეში გადაუდებელი ნეიოროქირურგიული ოპერაცია უტარდება. დანარჩენ ორს ამბულატორიული დახმარება ადგილზე გაეწიათ “, – ამბობენ “გორმედის” პრესსამსახურში.
როგორც შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.