დავით სონღულაშვილი წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტზე: ეს ნაბიჯი არის გააზრებული და კარგად გათვლილი საეტაპო გადაწყვეტილება

წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი პარლამენტის წევრმა და გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა შეაფასა.

მისი თქმით, განახლებული წყალტუბო გახდება მიზიდულობის ცენტრი სწორედ იმ სახელმწიფოებიდან ჩამოსული მაღალმხარჯველი ტურისტებისთვის, რომელთა მოსაზიდადაც 2020-2025 ტურიზმის სტრატეგიაა შექმნილი.

“ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი არის გააზრებული და კარგად გათვლილი საეტაპო გადაწყვეტილება არამარტო ქვეყნის არამედ ახალი საკურორტო ეკოსისტემისა და ტურიზმის განვითრების ახალი შესაძლებლობების გაჩენისთვის შავი და კასპიის ზღვების რეგიონებში.

განახლებული წყალტუბო გახდება, მიზიდულობის ცენტრი სწორედ იმ სახელმწიფოებიდან ჩამოსული მაღალმხარჯველი ტურისტებისთვის, ვის მოსაზიდადაც 2020-2025 ტურიზმის სტრატეგიაა შექმნილი.

ქუთაისი აეროპორტთან სიახლოვე, სვანეთისა და ლეჩხუმის საკურორტო ზონებთან მეზობლობა ისტორიული და რეგლიგიური ძეგლების სიმრავლე, აგროტურისტული მიმრთულებები, კანიონებისა და მღვიმების ერთობლიობა კომპლექსურობა პლატფორმას შექმნის სწორად გათვლილი და ინფრასტრუქტურულად გამართული დასვენებისთვის წყალტუბოს პოტენციალის წარმოდგენილი გეგმის მიხედვით განვითარება, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. თავად ვარ თვითმხილვევლი იმ პროცესის რომელიც კაჭრეთში ამბასადორის კომპლექსის შექმნან გამოიწვია. კაჭრეთში 100%-ით არის გადაჭრილი დასაქმების პრობლემა. სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის საკითხი.

წყალტუბოს კომპლესი გაცილებისთ მსხილმაშტაბიანი და კაპიტალტევადია და მისი მოქმედების არეალი და ეფექტი მთლიანად მოხსნის უმუშევრობის პრობლემას და მოსავლის დაბინავების ყველა საკითხს.

მეორე მხრივ, წყალტუბოს განახლება და განვითარება მოიზიდავ ტურისტების ნაკადებს, როგორც ტრადიციული აგრეთვე ახალი ბიზნესები და და საქართველოს ტურისტულ რუკაზე წარმოაჩენს ახალი სახით და ახალი შესაძლებლობებით”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები