ირაკლი ლატარია: წყალტუბოს რეაბილიტაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სრულიად საქართველოსთვის

“წყალტუბოს რეაბილიტაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სრულიად საქართველოსთვის”, – ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.

როგორც ექსპერტი წერს, ბიძინა ივანიშვილს არასდროს ბეზრდება ქვეყანასა და ხალხზე ზრუნვა.

“ძაან მაგარი ამბავი! ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, წყალტუბოში გამოისყიდოს უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მოახდინოს მათი სრული რეაბილიტაცია.

მაშინ, როცა წყალტუბოში არასდროს შესულა ინვესტორი და არასდროს უზრუნია რომელიმე ხელისუფალს მის რეაბილიტაციაზე, ძნელი მისახვედრი არ არის, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ მოვლენას, როგორც თავად ამ უდიდესი პოტენციალის მქონე კურორტისთვის, ისე სრულიად საქართველოსთვის. უნდა აღინიშნოს, რომ არანაკლებ მოგებიანია საერთაშორისო დაინტერესების თვალსაზრისითაც.

ეს ადამიანი არის მაგალითი იმისა, რას ნიშნავს, გიყვარდეს სამშობლო. ადამიანი, რომელიც სანაცვლოდ არც არაფერს იღებს (უმადურობისა და დაუფასებლობის გარდა) და არც არაფერს ითხოვს.

“ბუნებრივია, ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება. ამავდროულად, მე მზად ვარ, დაინტერესებულ ბიზნესს, ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით”. – განაცხადა მან და ამით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, იმას, რა არის მისთვის ღირებული.

ამ ადამიანს არასდროს ბეზრდება ქვეყანაზე და ხალხზე ზრუნვა. ყოველგვარი კეკლუცობისა და პიარის კეთების სურვილის გარეშე, მაშინ, როცა არავინ იცოდა, ვინ იყო და არჩევდა კიდეც ჩრდილში ყოფნას, ჩემი ქვეყნის განვითარებისა და მომავლისთვის დახარჯული აქვს 3 მილიარდ დოლარზე მეტი!!!

ძაან მარტივია დასკვნის გაკეთება:ამ ყველაფერს ივანიშვილი საფლავში ნამდვილად ვერ წაიღებს, ისევ ქვეყანასა და შთამომავლობას რჩება და მთლიანობაში ორიენტირებულია უკეთესი მომავლის შექმნაზე”, – წერს ირაკლი ლატარია.

დღეს პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც წყალტუბოს აღორძინების პროექტზეა საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები