აკაკი ბობოხიძე: კარგია თუ რამეს გააკეთებენ, მაგრამ ცუდია, რომ წინა ხელისუფლებასთან ჯიბრის გამო ეს ყველაფერი გვიანდება

კარგია თუ რამეს გააკეთებენ, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ წინა ხელისუფლებასთან ჯიბრის გამო ეს ყველაფერი გვიანდება,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი, აკაკი ბობოხიძე, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც წყალტუბოს აღორძინების პროექტზეა საუბარი.

“უკეთესი იქნებოდა ამ ხელისუფლებას 2012 წელს არ შეეწყვიტა წყალტუბოს განვითარების ის პროექტი, რომელიც უკვე დაწყებული იყო, დღეს წყალტუბო უკვე იქნებოდა 7 წლით წინ და არა მარტო წყალტუბო, მთელი ქვეყანა. უკეთესი იყო ბიძინა ივანიშვილს არ დაეფრთხო ინვესტორები იმ განცხადებით, რომ წყალტუბოში აკრძალავდა კაზინოებს… კარგია თუ რამეს გააკეთებენ, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ წინა ხელისუფლებასთან ჯიბრის გამო ეს ყველაფერი გვიანდება და ქვეყანა გამოუსწორებლად კარგავს დროს,“ – განაცხადა ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, რომ ​დღეს პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წყალტუბოს აღორძინების პროექტზეა საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები