საქართველოში ამინდი გაუარესდება – მოსალოდნელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება

საქართველოში 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლია მოსალოდნელი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები