რამაზ საყვარელიძე: ივანიშვილის მოქმედება საარჩევნო შთაბეჭდილებას არ ტოვებს, მით უმეტეს, წყალტუბო არჩევნებზე გავლენის ძლიერი იარაღი არ გახლავთ

ივანიშვილის ხელში ასეთი მოქმედება არ ტოვებს საარჩევნო შთაბეჭდილებას, – ასე შეაფასა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება წყალტუბოს აღორძინების პროექტთან დაკავშირებით.

“რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება დანახული იყოს იმ ჭრილში, რომ არჩევნები მოდის და აბა, კარგი საქმეების გაკეთებას თუ აპირებენ, საარჩევნოდ ხომ არ აპირებენ?! მაშინ პოლიტიკაში ჩართული ყველა პირი უნდა გაჩერდეს, თუ მაგას მოერიდება. თუ საარჩევნოდ აპირებენ, ეგეც კარგია, თუ საარჩევნოდ არ აპირებენ, კიდევ უკეთესი. მაგრამ ივანიშვილთან დაკავშირებით ეგ ძნელად ითქმის, იმდენჯერ და ისეთ დროს აქვს ანალოგიური ნაბიჯები გადადგმული, როცა არჩევნებთან სულ არ იყო ეს ნაბიჯები კავშირში. მის ხელში ასეთი მოქმედება არ ტოვებს საარჩევნო შთაბეჭდილებას, მით უმეტეს, წყალტუბო არ გახლავთ არჩევნებზე გავლენის ძლიერი იარაღი. დემოკრატიის გამომგონებლებმა ამიტომაც მოიგონეს ერთ-ერთი მექანიზმი იმისა, რომ პოლიტიკოსებმა კარგი საქმეები აკეთონ, მაგრამ ვიმეორებ, ივანიშვილს კარგი საქმე ბევრი აქვს გაკეთებული ისე, რომ არჩევნები არ იყო. ასე რომ, მგონი, ნაძალადევი იქნება ამისი გამოყენება პარტიათა შორის ქილიკობისთვის”, – განაცხადა საყვარელიძემ.

დღეს პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც წყალტუბოს აღორძინების პროექტზეა საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები