ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა მუსიკის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივაზე იმსჯელეს
თბილისში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: “აზერბაიჯანი (მუღამი, ხალხური სიმღერები და ტესნიფები) და ქართული (ფოლკლორული) მუსიკალური კულტურები: ისტორიული ფესვები, კავშირები და პერსპექტივები”.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ღონისძიება აზერბაიჯანის საერთაშორისო მუღამის ცენტრის, საქართველოს სახელმწიფო ხალხური ცენტრის და მირზა ფატალი ახუნდოვის სახელობის მუზეუმის მხარდაჭერით გაიმართა.
პროექტის იდეა მუღამის ცენტრის დირექტორს, სახალხო არტისტს მურად ჰუსეინოვს, ეკუთვნის. პროექტის კოორდინატორია მეცნიერი და მკვლევარი გიულგუსეინ კიაზიმელი.
საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორული ცენტრის დირექტორის გიორგი დონაძის განცხადებით, მიმდინარე წლის აპრილში, საერთაშორისო მუღამის ცენტრთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კულტურული კავშირების შემდგომი განვითარების ისახავს მიზნად. ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, 2020 წელს დაგეგმილია ერთობლივი კონცერტები და შეხვედრები როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში.
ღონისძიებაზე საქართველოს ხალხური სიმღერებისა და მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმის დირექტორმა რეზო გოთრიკაძემ, მეცნიერ-მკვლევარმა გულგუსეინ კიაზიმლიმ, აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის მდივანმა ილგარ ფახმმა და მუსიკის სფეროში აზერბაიჯანულ-ქართულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვევ ქართული კულტურის პოპულარიზაციის აუცილებლობას აზერბაიჯანში და აზერბაიჯანული კულტურის საქართველოში.ღონისძიებას აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი დაესწრო.