აკაკი ზოიძე: სახელმწიფო ეკლესიის საქმეებში არ ერევა, ისევე როგორც ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში
რაც შეეხება ოპოზიციის შეთავაზებას პარლამენტში მეუფე იაკობის მოსვლაზე, ოპოზიციამ ოღონდ რამე გაასკანდალოს, მეტი არაფერი უნდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ “ევროპული საქართველოს“ მიერ მეუფე იაკობის საქართველოს პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“გაუგონარი ამბები მოყვა მეუფე იაკობმა. მე უფრო დავინტერესდებოდი, რამ აიძულა ასეთი ამბების მოყოლა. სწორედ ამ მიმართულებით მაქვს კითხვები. პირველ რიგში, წმინდა სინოდმა უნდა განიხილოს საქმე. რაც შეეხება ოპოზიციის შეთავაზებას პარლამენტში მეუფე იაკობის მოსვლაზე, ოპოზიციამ ოღონდ რამე გაასკანდალოს, მეტი არაფერი უნდათ. რა უნდა ისაუბროს პარლამენტში? პირველ რიგში სინოდზე ისაუბროს. ეკლესია და სახელმწიფო არის გამიჯნული, სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმეებში, ისევე როგორც ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში“, – აღნიშნა ზოიძემ.
ცნობისთვის, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენებას სთავაზობდნენ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები სხვა მეუფეებთანაც გაიმართა.