პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი გატეხეს და სააკაშვილის ფოტო ატვირთეს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე სავარაუდოდ კიბერშეტევა განხორციელდა. საიტს გახსნისას ჩნდებოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკააშვილის ფოტო წარწერით: I ll be back (მე დავბრუნდები).
ამ დროისთვის პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი მიუწვდომელია.
ჰაკერების სამიზნე გახდა ასევე საერთო სასამართლოების ვებგვერდიც.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.