საქართველოში პოლონური ფილმების პირველი ფესტივალი – „ვისლა“ იწყება

28 ოქტომბერს, აკაკი ხორავას მსახიობის სახლში,  პოლონური ფილმების ფესტივალი – „ვისლა“ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი პირველია და 31 ოქტომბერს დაიხურება.

28-31 ოქტომბერი, 2019 წელი
აკ. ხორავას სახ. მსახიობის სახლი
მისამართი: ლეონიძის 11ა

პროგრამა:
28.10
20:00 „როგორც ძაღლი კატასთან“,  რეჟისორი: იანუშ კონდრატიუკ, 2018, 100 წთ. – ფესტივალის გახსნის ღონისძიება

29.10
18:00 „ბეკშინსკები. ხმისა და გამოსახულების ალბომი“ რეჟისორი: მარჩინ ბორხარდტი, 2017, 80 წთ.
20:00 „შეწყალება“, რეჟისორი: იან იაკუბ კოლსკი, 2018, 100 წთ.

30.10
18:00 სილეზიის რეგიონის, ქალაქ კატოვიცეს უნივერსიტეტის რადიოსა და ტელეევიზიის ფაკულტეტის სტუდენტების ფილმები, 2018, 101 წთ.
20:00 „იულიუში“, რეჟისორი: ალექსანდერ პიეტშაკ, 2018, 97 წთ.

31.10
18:00 „მაწანწალათა კლუბი“, რეჟისორი: ტომაშ შაფრანსკი, 2015, 98 წთ.
20:00 „მარია სკლოდოვსკა-კური“, რეჟისორი: მარია ნოელე, 2016, 100 წთ.

ფილმის ყველა ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები