კალიფორნიაში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ – გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი

ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ტყის მასშტაბური ხანძრის გამო 180 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ცეცხლი ვენეხებსაც მოედო.

მედია აღნიშნავს, რომ სონომის ოლქში ეს ისტორიის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ევაკუაციაა.

კალიფორნიაში ტყის ხანძარი 23 ოქტომბერს გაჩნდა, თუმცა უკვე 27 ოქტომბერს ძლიერმა ქარმა მის სწრაფ გავრცელებას შეუწყო ხელი.

დამწვარია ან დაზიანებულია 80-მდე საცხოვრებელი სახლი.

ლოს-ანჯელესის ოლქში 20-ზე მეტი სახლია დამწვარი, 30 დაზიანდა.

ცეცხლს 900 მეხანძრე ებრძვის.

კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსმა შტატის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები