ქუთაისში რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის – გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა

ქუთაისში, სარაჯიშვილის N 49-ში,  ქართველი რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა.

გახსნის ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე, ქალაქის ვიცე მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს წევრები და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რეჟისორის ოჯახის წევრები, მეგობრები, და ხელოვნების სფეროში მოღვაწეები ესწრებოდნენ.

გიგა ლორთქიფანიძე რუსთაველისა და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე, ასზე მეტი სპექტაკლის და 4 ფილმის — მათ შორის, “დათა თუთაშხიას“ ავტორია. 1954-1956 წლებში ლორთქიფანიძე ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. 1996 წელს რეჟისორი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები