ოთარ დანელია პოლონეთის დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს (PAIH) თბილისის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა ქართულ-პოლონური ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეები პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს (PAIH) მიერ საქართველოში დაგეგმილი პროექტებსა და აქტივობებს გაეცნენ.
შეხვედრას პოლონური კომპანია Tigmet-ის ხელმძღვანელი ლუბომირ ბოგუშიც ესწრებოდა. აღნიშნული კომპანია მანქანა-დანადგარებს/აღჭურვილობებს რძისა და კვების პროდუქტების საწარმოო ტექნოლოგიურ ხაზს აწარმოებს.
კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმრებს საქართველოს რძის წარმოების და კვების მრეწველობის დარგში არსებული გამოწვევები და საკანონმდებლო რეგულაციები გააცნო.
„ნატურალური რძის პროდუქტების და, განსაკუთრებით, ყველის წარმოება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება. განსაკუთრებულად გაიზარდა მოთხოვნა ნედლ რძეზე მას შემდეგ, რაც ჩვენ პრაქტიკაში დავნერგეთ რძისა და რძის პროდუქტების რეგლამენტი”,- განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ადგილობრივი რძისა და რძის პროდუქტების წარმოების განვითარების პერსპექტივებს და მსოფლიო ბაზარზე მისი პოპულარიზაციის საკითხებს დაეთმო.