გივი მიქანაძემ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ, სტრასბურგში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნული შეხვედრა ევროპის საბჭოს ფორმატში, ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციების მონაწილეობით ყოველ ორ წელიწადში ტარდება. შეხვედრის ფორმატში განიხილეს და შეჯამდა საპარლამენტო კვლევისა და დოკუმენტაციის ევროპული ცენტრის საქმიანობა, რომლის მონაწილე საქართველოს პარლამენტიცაა.

გივი მიქანაძემ საქმიანი შეხვედრები გამართა შვედ, ესტონელ, შვეიცარელ, უკრაინელ, თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან, რის შედეგადაც ორმხრივი თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები