ლუკ კოფის ინიციატივა: აშშ-ის ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, ახალქალაქში, ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე განთავსდეს

„ჰერითიჯის ფონდის“ მკვლევარი ლუკ კოფი წინადადებით გამოდის, რომ სირიიდან გასული ამერიკული კონტინგენტი საქართველოში, ახალქალაქში ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე განთავსდეს.

ამის შესახებ ის Twitter-ის გვერდზე წერს.
მისი თქმით, საქართველო ახლა უფრო საიმედოა ვიდრე ერაყი.

„შეთავაზება: აშშ-ის შეიარაღებული ძალები, რომლებიც სირიას ტოვებენ შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს და გახდეს „ჰორიზონტს მიღმა“ ძალა „ისლამური სახელმწიფოს“ აღდგენის შემთხვევაში სწრაფად საპასუხოდ. აშშ-ს შეუძლია, გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში, რომელიც სულ რაღაც 740 კმ-ით არის დაშორებული რაქადან. ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი“, – წერს ლუკ კოფი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები