ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია სტიქიის ტყვეობაშია – ევროპაში წყალდიდობას ებრძვიან

ევროპის სამხრეთ ნაწილში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. კატალონიაში, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანია დაღუპული, 5 დაკარგულად ითვლება.

რეგიონში დაზიანებული და დაკეტილია 40-ზე მეტი ცენტრალური მაგისტრალი, ელექტროენერგიის გარეშე 20 ათასი ოჯახია დარჩენილი.

საფრანგეთში დატბორილია მარსელი, მონპელიე, პერპინიანი.

ქალაქებს შორის სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია. ათობით ადამიანია ევაკუირებული. ექვს დეპარტამენტში საფრთხის მაღალი „ნარინჯისფერია“ გამოცხადებული.

ძლიერი წვიმაა ასევე ბაზიეში.

იტალიის ქალაქ კაპრიატა-დ’ორბაში სტიქიის შედეგად ხიდი ჩამოინგრა.

მეწყერის და წყალდიდობის საფრთხის გამო პიემონტში, ლიგურიასა და ლომბარდიაში სკოლები დაიხურა.

გენუასა და ტურინში ორი ადამიანია დაღუპული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები