ამირან სალუქვაძე: ბორჯომის ტყის ხანძარი ისე არ გვტკენია, როგორც ამაზონის, ჩვენ არ ვართ ამ დედამიწის ნაწილი და ჩვენი ფილტვები არ იწვოდა?

ბორჯომის ტყის ხანძარი ისე არ გვტკენია, როგორც ამაზონის ტყის ხანძარი. ჰოდა, ჩვენ არ ვართ ამ დედამიწის ნაწილი და ჩვენი ფილტვები არ იწვოდა? – ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს და ამაზონის ტყეების გადასარჩენად ბერა ივანიშვილის დონაციას ეხმაურება.

მისი თქმით, ქველმოქმედება კარგ ტონად ითვლება, ქველმოქმედების კრიტიკა კი ცუდ ტონად.

“დღეს იმდენი გამოხმაურება იყო ბერას მიერ 1 მლნ ევროს გადარიცხვის თაობაზე, სხვის ფულს რატომ ითვლითო, ზოგმა აქ დახმარებოდა ვინმესო და ა.შ. მაგ კუთხით არ ვაპირებ დაწერას. მით უმეტეს, არც ჩემი დაცვა სჭირდება.

უბრალოდ, ზოგიერთ მახვილს დავსვამ.

პირველი პრობლემა, ბორჯომის ტყის ხანძარი ისე არ გვტკენია, როგორც ამაზონის ტყის ხანძარი. ხომ გვახსოვს, როგორ შფოთავდა სოც. ქსელი, დედამიწის ფილტვები იწვისო?! ჰოდა, ჩვენ არ ვართ ამ დედამიწის ნაწილი და ჩვენი ფილტვები არ იწვოდა? მაგდენს რომ ვერ ვხვდებით, რომ ამ ქველმოქმედების ადრესატები ჩვენც ვიყავით, ესაა პრობლემა.

მეორე პრობლემა ისაა, რომ კონკრეტული პირის თუ ოჯახის ქველმოქმედება ზოგიერთმა მედიამ პირველად გააშუქა, სკანდალის გამოწვევის და არა ქველმოქმედების წახალისების მიზნით. არადა, ეს ხომ არ იყო მათი პირველი საქველმოქმედო აქცია?

და მესამე, ზოგადად, ქველმოქმედება კარგ ტონად ითვლება, ქველმოქმედების კრიტიკა კი ცუდ ტონად.

ფოტოებზე გაიხსენეთ, როგორ იწვოდა დედამიწის, ანუ ჩვენი სასუნთქი ფილტვები,” – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები