“მწვანეთა პარტიის” ლიდერი ამაზონის აღდგენაში ცალკეული პირების ჩართვას მიესალმება

ამაზონის ჯუნგლებში უპრეცენდენტო ხანძრის შედეგად გამოწვეულ ზარალს საქართველოს “მწვანეების” ლიდერი, გია გაჩეჩილაძე კაცობრიობისთვის დიდ საფრთხედ აფასებს.

“დიდი რაოდენობის ტყის მასივი განადგურდა, რაც უზრუნველყოფს მსოფლიოს ჟანგბადის მომარაგებით. ასევე ამაზონის ტყე გლობალური დათბობისგან იცავს დედამიწას, რადგან ეს მცენარეები სათბურ გაზებს, კონკრეტულად CO2-ს გარდაქმნის ჟანგბადად და ანეიტრალებს გლობალური დათბობის პრობლემას. რაც უფრო ნაკლკებია ტყეების ფართობი, მით მალე მიიწევს წინ გლობალური დათბობის პროცესი“, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, ეს პროცესი აისახება საქართველოზეც. უკვე დაწყებულია ტემპერატურის ზრდა, მყინვარების დნობა, ხშირი გვალვები და ნალექები.

გაჩეჩილაძე განმარტავს, რომ ამ ტერიტორიის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება. აუცილებელია პროექტის მხარდაჭერა, რათა აღდგეს განადგურებული საფარი. „ფინეთში გვექნება „მწვანეთა პარტიის“ ყრილობა და გარკვეულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ ევროპის მასშტაბით“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მან აღნიშნა, რომ სასიხარულოა, როდესაც ცალკეული პიროვნრებები ეხმარებიან ამაზონის ტყეს. „ბერა ივანიშვილმა სერიოზული თანხა გადარიცხა ამ ტყეების აღდგენისთვის. კარგი იქნება თუ მსოფლიოში სხვა მოღვაწე პირებიც დაეხმარებიან“, -ამბობს მწვანეთა პარტიის ლიდერი.

მისი თქმით, ბევრი წინააღმდეგობა არსებობს დიდი სახელმწიფოების მხრიდან, რომლებსაც ინდუსტრია აქვთ განვითარებული:

“ისინი მოიპოვებენ ქვანახშირისა და ნავთობს, რომლის წვის შედეგადაც წარმოიქმნება გლობალური პრობლემები. ფიქრობენ, რომ ეკონომიკირი პრობლემები არ შეექმნებათ, რაც სამწუხაროა, რადგან მერე გაცილებით მეტი უჯდებათ იმ პრობლემების აღმოფხვრა, რაც გლობალური დათბობის შედაგად არის გამოწვეული“,- აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

2019 წლის ზაფხულში ამაზონის ტყეში გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა ტყის დიდი საფარი, რამაც გლობალური ეკოლოგიური პრობლემების გააქტიურება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები