გიორგი გახარია: ერთადერთი ლეგიტიმური გზა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოქმედებაა

0

ერთადერთი ლეგიტიმური გზა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოქმედებაა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სავარაუდოდ ცხინვალის იზოლატორში გადაღებულ სკანდალურ კადრებს, სადაც პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობაა ასახული.

“ეს კადრები არ მინახავს, თუმცა მითხრეს. რა თქმა უნდა აქ ჩვენ გვაქვს ერთადერთი სწორი და ლეგიტიმური გზა და ეს არის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველა იმ მხარესთან ერთად ვინც არის ჩართული ამ კონფლიქტის მოგვარებაში ერთად მივაწვდინოთ ხმა, მათთან ერთად ვიმოქმედოთ”,- განაცხადა გახარიამ.

ცხინვალის ე.წ. წინასწარ დაკავების იზოლატორში პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებიან, შესაბამისი ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ ეს სწორედ ის იზოლატორია, სადაც საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. წარმომადგენლებს დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გადაჰყავთ. გავრცელებული კადრები კი, 2 ოქტომბერს არის გადაღებული, სადაც “ომონის“ თანამშრომლები პატიმარს სასტიკად გაუსწორდნენ და საკვების მიღება აიძულეს.

კომენტარები

კომენტარი