საქართველოს მასშტაბით, გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებელი , გორის N12 საჯარო სკოლის პედაგოგი გახდა

სსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის პედაგოგი, მარიკა ვართუმაშვილი, საქართველოს მასშტაბით საუკეთესო გეოგრაფიის მასწავლებლად დასახელდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა გაავრცელა.

როგორც “რეგიონული კვირას” გამარჯვებულ პედაგოგმა განუცხადა, ეს მისთვის კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა.

“ძალიან გახარებული ვარ. ამავდროულად კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი ჩემი მოსწავლეების წინაშე. 14 წელია მე-12-ე საჯარო სკოლაში გეოგრაფიას ვასწავლი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩემს მოსწავლეებთან ერთად, არაერთი პროექტი გავაკეთეთ, ჩვენთვის პრიორიტეტულია ეკოლოგია და ის ეკოლოგიური პრობლემები, რომლებმაც უკვე გლობალური სახე მიიღო. მინდა თითოეულ ჩემს მოსწავლეს  და თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, იმ თანადგომისთვის, რაც ამ ხნის განმავლობაში მათ გამოავლინეს,”- განაცხადა მარიკა ვართუმაშვილმა.

კონკურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები