არჩილ თალაკვაძე საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

0

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პატრიკ ფრანზენთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა 27-30 ოქტომბერს დაგეგმილი შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის დეტალები განიხილეს, რომელიც ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების ერთ-ერთი საკვანძო მოვლენაა და ხაზს უსვამს საქართველო-შვეიცარიას შორის არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობასა და პარტნიორობას.

პარლამენტის თავმჯდომარემ შვეიცარიის ელჩს მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და კონფლიქტების მოგვარების პროცესში დახმარებისთვის. აღინიშნა შვეიცარიის პოზიტიური ჩართულობა საქართველოში სოფლის მეურნეობის, პროფესიული განათლების, კულტურისა და ხელოვნების, ტურიზმის და სხვა სფეროებში.

კომენტარები

კომენტარი