იტალიელ მწერალთან, ალდო ნოვესთან შეხვედრა გაიმართება

0

25 ოქტომბერს, 18:30 საათზე,  მწერალთა სახლში, 90-იანი წლების ლიტერატურული მიმდინარეობის – „კაციჭამია ავტორების თაობის” ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელთან, იტალიელ მწერალთან, პოეტთან და კრიტიკოსთან, ალდო ნოვესთან შეხვედრა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება იტალიური ენის მეცხრამეტე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ტარდება.
შეხვედრა იტალიურად, ქართულ ენაზე თარგმანით წარიმართება.
მოდერატორი: ხათუნა ცხადაძე,

კომენტარები

კომენტარი