ნათია თურნავა: თუკი სადმე სამართალდარღვევის ნიშნები იკვეთება, ამაზე რეაგირება შესაბამის უწყებებს ექნება

თუკი სადმე სამართალდარღვევის ნიშნები იკვეთება, ამაზე რეაგირება შესაბამის უწყებებს ექნება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა პროკურატურაში არსებულ დარღვევებზე, პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, სალომე ადეიშვილის პოსტს, რომელმაც სამსახური უწყებაში, მისივე თქმით არსებული პრობლემების გამო დატოვა.

“მე ვერ ვადევნებ სამწუხაროდ თვალ-ყურს ეს ორი დღეა. აქედან გამომდინარე, მე გამიჭირდება რაიმე კონკრეტული კომენტარი გავაკეთო ამ ქეისზე. ზოგადად, თუკი სადმე რამე სამართალდარღვევის ნიშნებია, ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და შესაბამისი უწყებები რა თქმა უნდა, გააკეთებენ ყველაფერზე სათანადო რეაგირებას”, – განმარტა თურნავამ.

აღნიშნულ ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვას აპირებს.

“მე დავინტერესდი და აუცილებლად გამოვითხოვ ინფორმაციას მასთან დაკავშირებით. ძალიან გულდასაწყვეტი იქნება, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას სისტემური ხასიათი არ აქვს და მას გარკვეულ შემთხვევაში, შეიძლება უბრალოდ იმედგაცრუება ჰქონდა, თუმცა ვთვლი, მე როგორც ქალი პარლამენტარი, აუცილებლად უნდა დავინტერესდე”, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები