მიქაუტაძე გოგიჩაიშვილს: ასეთი საუბარი თქვენი არჩევანია, მე ნამდვილად არ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ მსგავსი ტონით გიპასუხოთ

0

ასეთი საუბარი თქვენი არჩევანია. მე ნამდვილად არ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ მსგავსი ტონით გიპასუხოთ, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გიორგი მიქაუტაძემ დამოუკიდებელ დეპუტატს, ლევან გოგიჩაიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

მისივე თქმით, ის მისი კარიერის ყველა დღეზე პასუხისმგებელია, როგორც პროკურატურაში, ასევე სასამართლოში.

“მე არ დავიწყებ თქვენი ცხოვრების განხილვას ისე, როგორც თქვენ ჩემსას იხილავთ. დარწმუნებული ვარ, ათასი სირთულე გექნებათ გადალახული, სანამ მოხვედით დეპუტატობამდე. ასე რომ, ყველა დღეზე ჩემს კარიერაში პასუხისმგებელი ვარ, პროკურატურაში მათ შორის და მათ შორის სასამართლოში და პირნათელი ვარ ჩემი სამსახურის წინაშე, რომელიც შესრულებული მაქვს და ასეთი საუბარი თქვენი არჩევანია. მე ნამდვილად არ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ მსგავსი ტონით გიპასუხოთ“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ, გოგიჩაიშვილმა მის სამუშაო გამოცდილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რეალურად ის დღევანდელ ხელისუფლებას საკუთარი დავალებების შესასრულებლად სჭირდება. ასევე, გაიხსენა 2012 წელს უკვე მოსამართლის რანგში მის მიერ განხილული საქმეები. მან გიორგი მიქაუტაძეს კომიტეტის სხდომაზე ზონდერ-მოსამართლე უწოდა.

კომენტარები

კომენტარი