თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში იოსებ გოგაშვილიც იმყოფებოდა

​​თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი გამოკითხა.

საგამოძიებო უწყებაში გოგაშვილი ორი თვის წინ იმყოფებოდა.

ამასთან, შსს-ში ადასტურებენ, რომ უწყების მინისტრი, სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. მათივე ცნობით, მან საგამოძიებო უწყებას ჩვენება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მისცა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე პროკურატურაში სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძეც დაიკითხა. ​

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის დეკემბერში პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკიშვილი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები