ჯონათან ჯანოღლი – საქართველომ ბევრ ქვეყანაზე ადრე მოაწერა ხელი შეთანხმებას, რითიც ბრიტანეთის მიმართ მეგობრობა დაადასტურა

ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე მომუშავე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე, ჯონათან ჯანოღლი საქართველო-ბრიტანეთს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას მიესალმება.
მისი თქმით, საქართველომ გადმოდგა პირველი ნაბიჯი და ბევრ სხვა ქვეყანაზე ადრე მოაწერა ხელი შეთანხმებას, შესაბამისად დაადასტურა მეგობრობა გაერთიანებული სამეფოს მიმართ.

ჯანოღლი აღნიშნავს, რომ გასული წლების განმავლობაში საქართველო და გაერთიანებული სამეფო ყველაზე მეტად დაახლოვდნენ უორდროპის დიალოგის მეშვეობით.
„ეს ეხება როგორც მინისტერიალის, ისე საპარლამენტო და კულტურულ დონეებს. ვფიქრობ, სწორედ ამან ჩაუყარა საფუძველი იმ განცხადების ჩარჩოებს, რომელიც გვაქვს დღეს“, – აღნიშნა ჯონათან ჯანოღლიმ, წერს 1 Tv.ge.

საქართველოს და ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ბრექსიტის შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში ჩაანაცვლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები