„თბილისური აისი“ – ნორჩ კინომოყვარულთა XIII საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა 9 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო(ვიდეო)

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ ნორჩ კინომოყვარულთა XIII საერთაშორისო ფესტივალ „თბილისურ აისს“ უმასპინძლა.
ფესტივალში 9 ქვეყნის ნორჩი კინომოყვარულები მონაწილეობდნენ, ესენია: ბელგია, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, გერმანია, იაპონია, ირანი, რუსეთი, სომხეთი და უკრაინა.
ხუთი საფესტივალო დღის განმავლობაში ნაჩვენები იყო კინომოყვარულთა მიერ შექმნილი 80-მდე მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
ფესტივალის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „პიონერფილმის“ ხელმძღვანელმა და ფესტივალის დამაარსებელმა გრიგოლ ჩიგოგიძემ და ფესტივალის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა მარიამ გარსევანიშვილმა ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები