მალხაზ მაჩალიკაშვილი: სახელმწიფომ უნდა აღიაროს დანაშაული

0

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისთვის არაა მნიშვნელოვანი, თუ ვის დაკითხავენ სპეცოპერაციის საკითხზე, არამედ მთავარია სახელმწიფომ საკუთარი დანაშაული აღიაროს.

მისივე თქმით, კონკრეტულად ორი პირია, რომელთაც შეცდომა მოუვიდათ – იოსებ გოგაშვილს და ირაკლი ჩიმაკაძეს.

“რატომ წელიწადი და 10 თვის შემდეგ? კონკრეტულად ორი პირია, რომელთაც დაუშვეს ეს შეცდომა, რომელთაც შეეშალათ ბინა, მოიპარეს ყურსასმენები და ჩადეს ხელყუმბარა, ეს ორი ადამიანია – იოსებ გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე. მე მინდა, რომ სახელმწიფომ აღიაროს დანაშაული”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პანკისში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროს, ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ.

სპეცოპერაცია, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, 2017 წელის დეკემბერში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი