ზუგდიდში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი 25 წლის მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჭრილობები კი ბასრი საგნით არის მიყენებული.
შსს-ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია.
დაჭრილი ამდრომდე ზუგდიდის რეფერალურ საავამდყოფოში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები