კახეთში ფესტივალი “Jazz and Wine” გაიმართა

კახეთში, წინანდლის მუზეუმში ფესტივალი “Jazz and Wine” გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი მცირე კომპანიების წარმოებული ღვინო, რომლის დეგუსტაცია  ბრიტანული ჯგუფის “MF ROBOTS” და იატალიური ბენდის “sugerpie & Candymen-ის” კონცერტის ფონზე მიმდინარეობდა.
„ისთერნ პრომოუშენის“ დირექტორის, გიორგი კერესელიძის თქმით, ფესტივალი კახეთის და მეღვინეობის დარგის წარმოჩენას ემსახურება.
“აქ არის წარმოდგენილი მცირე მეწარმეების წარმოებული ღვინო და მათ აქვთ საშუალება თავიანთი წარმოებული ღვინო დამსწრე საზოგადოებას გააცნონ”,- აღნიშნა კერესელიძემ.
ფესტივალი “Jazz and Wine“ წინანდლის მამულში წელს მესამედ გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები