ზარქუა ხაბეიშვილს: დარეკეს „ბოლივუდიდან“ და მითხრეს, რომ წლის მასხარის ნომინაციაზე ხართ წარდგენილი(ვიდეო)

თბილისის საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილსა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ზარქუამ ხაბეიშვილი ტყუილების გავრცელებაში დაადანაშაულა, წლის მასხარა და “კომედი შოუს” მსახიობი უწოდა.

“სხვათა შორის, გუშინ დარეკეს „ბოლივუდიდან“ და მითხრეს, რომ წლის მასხარის ნომინაციაზე ხართ წარდგენილი, მესამე ხარისხის. ეს ხარ შენ, მეტი არაფერი. ამას შენი კოლეგებიც დაგიდასტურებენ. საზოგადოებას ტყუილში ამყოფებ. არ გაგივა ეს მასხრობები და ვიღაცამ უნდა გითხრას. ჩვეულებრივი „კომედი შოუს“ მსახიობი ხარ“, – მიმართა ზარქუამ ხაბეიშვილს.

დაპირისპირება მოჰყვა ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას, რომელმაც თბილისის სატრანსპორტო რეფორმა გააკრიტიკა.

“დედაქალაქის მერმა დააანონსა, რომ 550 ავტობუსი შემოვა წლის ბოლომდე. სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე ვიყავი, დამაჯერებელი პასუხები ვერ მივიღე, ნამდვილად შემოვა თუ არა. ვხედავთ, რომ ყველა მთავრობის სხდომაზე პრობლემებთან დაკავშირებით საუბრობს. თბილისში 16 ათასი ტაქსი გადაადგილდება მაშინ, როდესაც 32 ათასი ტაქსი იყო. იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომელიც სარგებლობდა ტაქსით და მოუწია საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდომა. ამ დროს მეტროში მძიმე მდგომარეობაა. მოგიწოდებთ საკრებულოს დეპუტატებს, ჩავიდეთ მეტროში და გავჩერდეთ ერთი საათის განმავლობაში. ვნახოთ, რა მდგომარეობაა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები