ავარია გომბორის უღელტეხილზე – არიან დაშავებულები 

გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო ჯგუფები. ორივე დაშავებული ამ დროისთვის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
მედიკოსების განცხადებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები