ჭიათურის მაღაროში დაღუპული გაგა ბოჭორიშვილის ოჯახში ჯანდაცვის მინისტრი, იმერეთის გუბერნატორი და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი მივიდნენ

ჭიათურის მაღაროში დაღუპული გაგა ბოჭორიშვილის ოჯახში ჯანდაცვის მინისტრი, იმერეთის გუბერნატორი და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი მივიდნენ.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარეობს სამუშაოები, რათა დადგინდეს მომხდარის მიზეზები.

” ჩვენი ჩართულობა იქნება მაქსიმალური, სწორედ ამისათვის ვარ დღეს აქ. პირველ რიგში, მივუსამძიმრებთ ოჯახს, იმიტომ რომ ნამდვილად საშინელი ფაქტი მოხდა – დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ცხრა თვის ბავშვი და ფეხმძიმე ცოლი დარჩა. რაც შეეხება ინფორმაციას, ამის მოსაძიებლად გაგზავნილია ჯგუფი და გასაცნობად ჩვენც მივდივართ ადგილზე”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების გამკაცრებას, ტიკარაძე განმარტავს, რომ კანონი გამკაცრებულია, თუმცა, საჭიროა, ყველა მხარის მზაობა.
“კანონი უკვე გამკაცრდა, 2019 წლის სექტემბრიდან არის ამოქმედებული, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს შრომის ინსპექციის სამსახური. ვახორციელებთ კონტროლს, ეს კონტროლი არ არის საკმარისი, თვითონ საზოგადოების მზაობაც უნდა იყოს ამისათვის და ამაღლებული ცნობიერება, როგორც კომპანიის, ასევე დასაქმებულების, რომ ეფექტური იყოს ჩვენი მუშაობა. ყველანაირად ვმუშაობთ იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები, რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიდეს და მოხდეს ყველანაირი პრევენცია, რომ აღარ განმეორდეს ასეთი უბედური შემთხვევები”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები