გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ მორიგი სხდომა გამართა

გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.

სხდომაზე განიხილეს ინფორმაცია შავშვების შეხვედრისა და ჩატარებული კვლევის შედეგების შესახებ, 2019 წლის გეგმის შესრულება, 16 დღიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

“საბჭო „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილების „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, განიხილავს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიას, გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალურ პროგრამებსა და ბიუჯეტის პროექტებს, ამზადებს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს, თანამშრომლობს ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც 2018 წლის მარტიდან ფუნქციონირებს,”- ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები