როდემდე შენარჩუნდება მზიანი დღეები საქართველოში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

0

დღეს, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-22 ოქტომბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

“ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი. 21-22 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა 17, +22 გრადუსამდე დაიკლებს, ზოგან შესაძლებელია ნისლი.
თბილისში 18 ოქტომბერს დღე უნალექოდ ჩაივლის, ხოლო 19 ოქტომბერს დღის ბოლოს და 20-22 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 18-19 ოქტომბერს +25, +27 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 20-22 ოქტომბერს +19, +22 გრადუსამდე დაიკლებს”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი