პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლევან სურგულაძე ანგარიშით წარსდგება

დღეს, 13:30 საათზე საპენსიო სააგენტოს დირექტორი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშით წარსდგება.
ლევან სურგულაძე დეპუტატებს 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს გააცნობს. გარდა ამისა, ლევან სურგულაძე პარლამენტარებს საპენსიო სააგენტოს მიერ ჩატარებულ სამუშაოებისა და სტატისტიკურ მონაცემების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს.
საპენსიო სააგენტოს დირექტორი სიტყვით გამოსვლისას 1 იანვრიდან ამოქმედებულ საპენსიო რეფორმის კონკრეტულ შედეგებზე ყურადღებას გაამხავილებს, ამასთან ლევან სურგულაძე სააგენტოს მოკლე და გრძელვადიან მიზნებს ჩამოაყალიბებს.
დეპუტატები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ თუ რამდენი დასაქმებული არის ჩართული დაგროვებით საპენსიო სქემაში, რამდენმა ადამიანმა დატოვა და შეწყვიტა პენსიის დაგროვება.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საპენსიო სააგენტოს დირექტორი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები