თადუმაძე ზურაბიშვილის პროკურატურაში დაბარებაზე: იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება გახდება, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად

„იმ შემთხვევაში თუ საჭიროება გახდება, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად”, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პროკურორთა კონფერენციის გახსნამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც პრეზიდენტთან დაკავშირებით მათ მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.

“საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, საჭიროების შემთხვევაში პროკურატურა იმოქმედებს კანონის შესაბამისად”, – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულისთვის განხორციელებული შეწყალების ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები არსებობს, რაზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

გუშინ მმართველი გუნდის ლიდერებმა განაცხადეს, რომ გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტის ადგილას ისინი პროკურატურაში გამოცხადდებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები